суббота, 17 июня 2017 г.

eTwinning

eTwinning - ის შესახებ


  

      eTwinningPlus- ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გაძლევს, ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთო.

     eTwinningPlus პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მონაწილეობის მისაღებად, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გასაზიარებლად.

      საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას საკლასო ოთახში. eTwinningPlus-ის პროექტის პრავალფეროვანი აქტივობები ასეთივე მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს მოსწავლეებს.