суббота, 17 июня 2017 г.

eTwinning

eTwinning - ის შესახებ


  

      eTwinningPlus- ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გაძლევს, ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთო.

     eTwinningPlus პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მონაწილეობის მისაღებად, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გასაზიარებლად.

      საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას საკლასო ოთახში. eTwinningPlus-ის პროექტის პრავალფეროვანი აქტივობები ასეთივე მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს მოსწავლეებს.  

четверг, 24 марта 2016 г.

მაიკროსოფტის კონკურსი

     Microsoft - ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 2016 წლის 4 მარტს, Microsoft - ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.






пятница, 29 августа 2014 г.

"არ არსებობს იმაზე მეტი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნება. ფერმწერი და მოქანდაკე ქმნის უსულო სურათს ან ქანდაკებას. ბრძენი აღმზრდელი ქმნის ცოცხალ ხატს, რომლის შემხედვარე ღმერთი და ადამიანი ხარობენ".
                                               
                                                  "იოანე ოქროპირი"